კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალოვან უწყებებს მონაცემთა ბანკების კოპირების უფლება მიეცათ

23 დეკემბერი, 2011

ძალოვან უწყებებს კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკების კოპირების უფლება მიეცათ. შესაბამისი დამატება „ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტში, მის საბოლოოდ დამტკიცებამდე გაჩნდა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილ ორგანოებს უფლება მიეცათ, რომ ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, განახორციელონ კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკების კოპირება.

ასეთ შემთხვევაში, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდება აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკიდან სასამართლოს ნებართვით. თუმცა, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მისი სასამართლოს გვერდის ავლით განხორციელებაც დაშვებულია.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლება აქვს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ, ასევე, ასეთ ღონისძიებებს ატარებენ დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები