კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ თავს სისტემატიურად აჯილდოებენ

23 დეკემბერი, 2011

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ფულად ჯილდოებს არ იკლებენ. გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკუთარ თავს ჯილდო - 2360 ლარის ოდენობით ნოემბერშიც გამოუწერეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წლის მაისის თვეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯილდოს სახით, ცალკ - ცალკე 2360 ლარი აიღეს, ხოლო თანამშრომლებზე კი 58 760 ლარი გაიცა. ნოემბრის თვეში გამგებელზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე გაცემულმა ჯილდომ, სათითაოდ, 2360 ლარი შეადგინა, ხოლო თანამშრომლებზე კი 55 840 ლარი გაიცა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოების გაცემის ფაქტს აპროტესტებს.

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ხალხის კეთილდღეობისთვის არაფერი გაუკეთებიათ, რომ საკუთარ თავებს ჯილდოებს აძლევენ. რატომ თვლიან თავს ჯილდოს ღირსად, როცა მუნიციპალიტეტში ხალხის 80% სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, შიმშილის ზღვარზე არიან და სიცივეში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ქალბატონი შიმშილისგან ქუჩაშიც კი წაიქცა. ეს პირდაპირ აღმაშფოთებელია. ხალხს ლუკმა პური ენატრება, ისინი კი ჯილდოებს იღებენ. ისინი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ“, - აღნიშნა თამილა გურაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები