07:45, Wednesday, 16.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ირლანდიელი ინვესტორი საქართველოდან გაიქცა

23.12.2011

გელა მთივლიშვილი,
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ირლანდიელი ინვესტორი სალივან ქიარა როზმარი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სიღნაღში წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. სასამართლო დავის დასრულებამდე უცხოელმა ინვესტორმა კახეთში ნაყიდი ყველა სხვა ქონება გაყიდა.

სალივან ქიარა როზმარიმ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც აქვს, სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი არქივის შენობის მეორე სართული, 2008 წელს, ვანო ცაბუტაშვილისგან იყიდა.

ყოფილი არქივის შენობა ვანო ცაბუტაშვილმა და ირაკლი ღვინეფაძემ 2007 წლის აპრილში, აუქციონის შედეგად იყიდეს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, „მყიდველი“ ვალდებული იყო აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში გადაეხადა საპრივატიზაციო თანხა; შენობაში მოეწყო ლუდის ბარი; მოეპირკეთებინა ფასადი და განეხორციელებინა 100 000 ლარის ინვესტიცია.

2007 წლის მაისში ეკონიმიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს, შესრულებული იყო თუ არა „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შემოწმების შემდეგ, მათ შეადგინეს დათვალიერების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მოპირკეთებულია შენობის ფასადი და მუშაობს ლუდის ბარი. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100 000 ლარის ინვესტიცია დროულად განხორციელდა და საპრივატიზაციო თანხაც დაფარულია. 2007 წლის 28 მაისს გოჩა ღვინეფაძესა და ვანო ცაბუტაშვილის სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა.

საკუთრების უფლების აღიარების შემდეგ ღვინეფაძემ და ცაბუტაშვილმა საერთო ქონების გაყოფა მოახდინეს. პირველი სართული ღვინეფაძის, მეორე კი  -ცაბუტაშვილის მფლობელობაში გადავიდა. 2008 წელს ვანო ცაბუტაშვილმა თავისი კუთვნილი ქონება ძმის ცოლს, ირლანდიისა და საქართველოს მოქალაქეს - სალივან ქიარა როზმარის მიჰყიდა.

2010 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ვანო ცაბუტაშვილს, გოჩა ღვინეფაძესა და ეკონომიკის სამინიტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოტივად, ვანო ცაბუტაშვილის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევაა მითითებული, ოღონდ რომელი პირობა დაირღვა, მითითებული არ არის.

16 მარტს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება - ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. სამინისტრომ კახეთის სამხარეო სამმართველოს ქონების ჩამორთმევისა და კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს მოსთხოვა, სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი არქივის შენობა სახელმწიფო საკუთრებაში დაებრუნებინა. საჯარო რეესტრის სააგენტომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სალივან ქიარა როზმარის ადვოკატის მალხაზ პატარაიას თქმით, სალივან ქიარა როზმარის და ირაკლი ღვინეფაძეს ქონება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების და ახსნა - განმარტების გარეშე ჩამოართვეს.

დაზარალებული სალივან ქიარა როზმარი უკვე 2 წელია საკუთრების დაბრუნებას და მატერიალურ კომპენსაციას ითხოვს. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მან პროცესი მოიგო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა შეაჩერა, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ ამავე საქმეზე ახალი დავა წამოიწყო. გუშინ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა და ვანო ცაბუტაშვილთან 2007 წლის აპრილში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად სცნო.

მალხაზ პატარაია განმარტავს, რომ მისი კლიენტი საქართველოში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებით შეშფოთებულია.

„მას მიაჩნია, რომ არ ჰქონდა არავითარი გარანტია, რომ არ წაართმევდნენ ქონების დარჩენილ ნაწილსაც, რომელიც მან საქართველოში ბიზნესის გასაკეთებლად შეიძინა. ამიტომ, მიიღო გადაწყვეტილება და ყველაფერი გაყიდა, მათ შორის 60 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც სიღნაღის რაიონში. სერიოზული ბიზნეს გეგმები ჰქონდა, მაგრამ განხორციელების საშუალება არ მისცეს. ის არ აპირებს, წართმეული ქონება სამინისტროს დაუტოვოს. შეიძლება საქართველოს მოქალაქეებთან სამინისტროს ასეთი ქმედებები გასდის, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ირლანდიის მოქალაქეა და გაჩერებას არ აპირებს. მას საქართველოში ჩამოსვლაც კი აღარ უნდა, არათუ რაიმეს გაკეთება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC