კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მშენებლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

26 დეკემბერი, 2011

23 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი ნაგებობის მშენებლობაზე დასაქმებულებმა მუშებმა აქცია გამართეს. მუშახელი ორი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვდა.

„ანაზღაურება არ აგვიღია და ვითხოვთ კუთვნილ თანხას. გვპირდებიან - დღეს იქნება, ხვალ იქნებაო. კარგა ხანია, გვპირდებიან და ჯერ არაფერი მოუტანიათ. არც ახლა გვჯერა, რომ ორშაბათს მოგვცემენ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას, ერთ-ერთმა მუშამ, რამინ დუმბაძემ.

თუ რატომ ვერ მიიღეს დროულად ხელფასები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მშენებლობაზე დასაქმებულებმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ლევან ხოზრევნიძემ არ იცის: „ვერ გეტყვით, რატომ არ გადაურიცხეს ხელფასები მშენებლებს. ხელშეკრულები თანახმად წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ჩვენ ყოველი თვის ბოლოს ვურიცხავდით აბსოლუტურად ყოველ თვეში“.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ობიექტის მშენებლობისთვის სულ 2 596 000 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „სამშენებლო-სამონტაჟო კომპანიამ“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი, კობა წულაძე ამბობს, რომ ნოემბრის ხელფასები მუშებზე ავანსის სახით გაცემულია, დარჩენილი თანხა კი, ჩაერიცხებათ.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები