კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Mercer-ის კვლევის მიხედვით, ევროპაში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე თბილისშია

26 დეკემბერი, 2011

ევროპის ქალაქებს შორის ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე თბილისშია. ასეთი შედეგი აჩვენა ადამიანური რესურსების კონსულტირების, კვლევებისა და საგამოძიებო მომსახურების გლობალური კომპანიის Mercer-ის კვლევამ. Mercer-ის გამოკვლევის თანახმად, ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში, ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია. ევროპაში მეორე და მესამე ადგილებზე ციურიხი და მიუნხენი გავიდნენ. შემდეგ კი ჩამონათვალში დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ბერნი და კოპენჰაგენი არიან. პირველ ოცდაათეულში ასევე მოხვდნენ ამსტერდამი, ჰამბურგი, ბერლინი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი, ბრიუსელი, ნიურნბერგი, დუბლინი და პარიზი.

„ევროპის ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი ქალაქი თბილისია – 214-ე ადგილი“, - აღნიშნავს Mercer-ის ვებგვერდი.

აღნიშნულ 214-ე ადგილზე თბილისი მსოფლიო ქალაქების 221 ადგილიან ჩამონათვალში გავიდა. ამ ჩამონათვალში ბოლო ადგილზე ერაყის დედაქალაქი ბაღდადია. თუმცა, ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თბილისმა მიიღო.

Mercer-მა ასევე გამოიკვლია ქალაქებში პირადი უსაფრთხოების მაჩვენებელი. პირველ ადგილზე ლუქსემბურგი აღმოჩნდა. მას ბერნი, ჰელსინკი და ციურიხი მოჰყვებიან. აღმოსავლეთ ევროპაში პირადი უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლუბლიანამ და პრაღამ მიიღეს. მოსკოვი ამ ჩამონათვალში 199-ე ადგილზე გავიდა. თბილისი კი პირადი უსაფრთხოების რეიტინგშიც ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე ბოლო ადგილზე მოხვდა, რაც მთელი მსოფლიოს ქალაქების ჩამონათვალში 215 ადგილია.

Mercer, რომელსაც მსოფლიოს 40 ქვეყანაში 20 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ცხოვრების დონეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ითვლის – პოლიტიკური და სოციალური გარემო, ეკონომიკური გარემო, სოციალ-კულტურული გარემო, სამედიცინო და ჯანდაცვის პირობები, სკოლა და განათლება, ბუნებრივი გარემო, საჯარო მომსახურება და ტრანსპორტი, რეკრეაცია, სამომხმარებლო საქონელი, სახლის პირობები.

პირადი უსაფრთხოების მაჩვენებელს კი კვლევითი კომპანია შიდა სტაბილურობის, კრიმინალის დონის, კანონის განხორციელების ეფექტიანობის და ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების მიხედვით ითვლის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები