18:23, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვებ-საიტ eapnationalplatform.ge-ს პრეზენტაცია ევროპის სახლში

26.12.2011

მარიამ ხურციძე

ვებ-საიტი  http://eapnationalplatform.ge წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ რესურსს, რომლის მიზანია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის, პრაქტიკის, კონტაქტებისა და სიახლეების გაცვლა. ვებ-გვერდს ადმინისტრირებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევს.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის ვებ-საიტის პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა „ევროპის სახლში“ 19 დეკემბერს მოაწყო. პრეზენტაციას უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა. ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ეროვნული პლატფორმის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა ესტონეთის ელჩმა საქართველოში ტომას ლუკმა.

2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას - აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთს, ბელორუსს, მოლდოვას, უკრაინას შესთავაზა თანამშრომლობის ახალი ფორმა - აღმოსავლეთის პარტნიორობა. ევროკავშირის ახალი ინიციატივის მიზნებია: დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების, სექტორული რეფორმების, გარემოს დაცვის ხელშეწყობა, ენერგოსექტორის გაძლიერება, ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისება.

ევროპის კომისიის  ინიციატივით შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აქტიური ფორუმია, რომელშიც გაწევრიანებულია 200-ზე მეტი მონაწილე და მის ფუნქციონირებას აკონტროლებს 17 ადამიანისაგან შემდგარი მმართველი კომიტეტი. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კოორდინაციისათვის თითოეულ ქვეყანაში იქმნება ეროვნული პლატფორმა. ეროვნულმა პლატფორმამ ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთის პარტნიორობის როგორც მრავალმხრივი (ევროკავშირი – პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნები და ურთიერთობები თავად ამ ქვეყნებს შორის), ასევე, ორმხრივი (ევროკავშირი – საქართველო) განზომილების ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას.

ეროვნულ პლატფორმას შეადგენენ საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და პარტნიორ ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები; მათ შორის, პროფესიული გაერთიანებები.

აღმოსავლეთის პარტნიორობა ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობა ორიენტირებულია მრავალმხრივ და ორმხრივ ურთიერთობებზე. აღმოსავლეთის პარტნიორობა მოიცავს ოთხ თემატურ პლატფორმასა და რამდენიმე სპეციალურ ინიციატივას.

შესაბამისად, ეროვნული პლატფორმა მოიცავს ოთხ სამუშაო ჯგუფს, რომლებიც შემდეგ თემებზე იმუშავებენ: 1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა; 2)  ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკის კონვერგაცია; 3) გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება; 4) ადამიანებს შორის კონტაქტი.

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი ჯგუფის კოორდინატორია ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი მიზნებია: პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოება პოლიტიკურად და ეკონომიკურად, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობა, სამოქალაქო სექტორსა და მთავრობებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, სექტორის რეფორმისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

ევროპული საბჭოს 2009 წლის აღმოსავლეთის პარტნიორობის დეკლარაციის შესაბამისად, ევროკავშირი ზრდის ფინანსურ დახმარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების აღსასრულებლად.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC