კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

27 დეკემბერი, 2011

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოსამართლე შოთა გეწაძემ სარჩელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების გაუქმებას ითვალისწინებდა, ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში დააკმაყოფილა.

ასევე, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ეკატერინე ხვედელიძის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დააკისრა.

ბიძინა ივანიშვილსთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული სარჩელის ნაწილი კი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მხარის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრებენ.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს შეუწყვიტა.

26 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის საელჩოსგან ასევე მიიღო ოფიციალური დოკუმენტი რუსეთიდან, საიდანაც შეიტყო, რომ პირადი განცხადების საფუძველზე რუსეთმა მას მოქალაქეობა შეუწყვიტა.

ივანიშვილმა  რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით 17 ოქტომბერს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას მიმართა. ამ დროისათვის ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები