კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახალხო კრება“ პატიმრობაში მყოფი მხარდამჭერების გათავისუფლებას მოითხოვს

28 დეკემბერი, 2011

„სახალხო კრება“ მაისის საპროტესტო აქციების დაწყებამდე და მას შემდეგ დაპატიმრებული მხარდამჭერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც კრების ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ 27 დეკემბერს „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფება 39 პირი, რომელთა მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა სასამართლოს განაჩენი ჯერ გამოუტანია.

ადვოკატის მტკიცებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება გააჭიანურა და პროცესები 2012 წლისთვის გადადო.

„ყველა ეს პირი დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით და არიან უკანონო პატიმრები. დაკავების შემდეგ მათ არ მიეცათ საშუალება, რომ დაკავშირებოდნენ ოჯახის წევრებს და ჰყოლოდათ ადვოკატი. ისინი განათავსეს „კარანტინში“, სადაც უმძიმეს პირობებში ამყოფებდნენ“, - აღნიშნა მან.

კორკოტაძემ ასევე მიმართა შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, რომ „სახალხო კრებას“ დაუბრუნოს ოფისი და „მიტაცებული“ ქონება, მათ შორის, ავტომანქანები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები