კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა ეკატერინა ხვედელიძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეკომენდაციით მიმართა

28 დეკემბერი, 2011

სახალხო დამცველის აპარატმა 27 დეკემბერს 2011 წლის 18 ნოემბრის რეკომენდაცია გაავრცელა, რითაც საქართველოს პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა შეგნებულად შეიკავა თავი ამ რეკომენდაციის გასაჯაროებისგან, ვინაიდან საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა.

„დღეს, როდესაც სასამართლო განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი რეკომენდაციის შესახებ და გამოვთქვამთ იმედს, რომ პრეზიდენტი აღარ გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეკატერინა ხვედელიძესთან მიმართებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საკითხისადმი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გამო, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწო საკითხის შესწავლა, რათა შეეფასებინა, ხომ არ არღვევდა მიღებული გადაწყვეტილება ეკატერინა ხვედელიძის კონსტიტუციურ უფლებებს.

სახალხო დამცველმა შეისწავლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან გამოთხოვილი მოქალაქე ეკატერინა ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმის წარმოების მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ №602 ბრძანებულება ეკატერინა ხვედელიძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში არღვევდა ამ უკანასკნელის კონსტიტუციურ უფლებებს, რადგანაც მის მიმართ არ არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოსამართლე შოთა გეწაძემ სარჩელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების გაუქმებას ითვალისწინებდა, ეკატერინა ხვედელიძის ნაწილში დააკმაყოფილა.

ასევე, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ეკატერინა ხვედელიძის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები