კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

28 დეკემბერი, 2011

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, N#18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, 2011 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ N#18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძეს.

ოქროპირიძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2011 წლის აპრილში მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ოქტომბერში ევროსასამართლოდან მსჯავრდებულის განცხადებასთან დაკავშირებით გამოიგზავნა მითითება მისთვის მკურნალობის ჩატარების თაობაზე.

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, 2011 წლის 1 დეკემბერს მსჯავრდებული გადაყვანილი იყო #18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი განმარტებით, #18 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან, მას სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ, დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები. ასევე, სასჯელის დამატებით ემუქრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი.

ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები დეტალურად არის აღწერილი მის ახსნა–განმარტებებში, რომელიც სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები