01:51, Saturday, 29.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში მოამზადა

28.12.2011

მარიამ ხურციძე

„26 მაისი - აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“, - ასე ეწოდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშს, რომლის პრეზენტაციაც ასოციაციამ რამდენიმე დღის წინ სასტუმრო HOLIDAY INN-ში მოაწყო.

ანგარიში მოიცავს როგორც უშუალოდ 26 მაისის აქციის დაშლის პროცესში, ასევე შემდგომ უკვე დაკავებული დემონსტრანტების მიმართ დაფიქსირებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ასევე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან კავშირში მყოფი პირების მასობრივი დაკავებების პრაქტიკის ანალიზს.

უფრო კონკრეტულად, ანგარიშში შეფასებულია შემდეგი საკითხები: აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტება; აქციის დაშლის მოვლენებთან კავშირში დაფიქსირებული სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები; აქციის დაშლის დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა.

საიას ანგარიშის თანახმად, 26 მაისამდე მიმდინარე მოვლენების შესწავლამ ცხადყო, რომ ამ პერიოდში დაფიქსირდა იმ პირთა მასობრივი დაკავების შემთხვევები, რომლებიც უშუალოდ მონაწილებდნენ მიმდინარე აქციებში, სხვაგვარად სარგებლობდნენ შეკრების თავისუფლებით ან რამენაირად იყვნენ დაკავშირებულნი დაგეგმილ აქციებთან.

ანგარიშში ასევე შეფასებულია იმ პირთა დაკავების ფაქტები, რომლებიც 21–25 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციების მომზადებასა და ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.

როგორც ფაქტების ანალიზმა აჩვენა, აღნიშნულ პირთა დაკავების პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური გახდა 21 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ძირითად შემთხვევებში მათი დაკავება ხდებოდა უშუალოდ იმ მომენტში, როცა ისინი შეკრების თავისუფლებით სარგებლობდნენ.

საიას შეფასებით, 26 მაისამდე დაკავებული პირების მიმართ დაფიქსირდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტები. ამასთან, როგორც დაკავების დროს, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ზოგიერთი დაკავებული პირის მიმართ დაფიქსირდა არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

ანგარიშში წარმოდგენილია აქციის მონაწილეების - ნიკა კვინტრაძისა და სოლიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის სამართლებრივი ანალიზი. პოლიციის ვერსიით, 27 მაისს დილით მეტროსადგურ „თავისუფლების მოადანთან“ მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილ იქნა 2 მამაკაცის გვამი, რომელთა გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან მათი შეხება. საია მიიჩნევს, რომ გამოძიების ოფიციალური ვერსია სადავოა.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებით და ფაქტების სრულყოფილი შეჯერებით გაანალიზებულია პოლიციელ ვლადიმერ მასურაშვილისა და დემონსტრანტ ნოდარ ცხადაძის გარდაცვალების შემთხვევები. შსს-ს ოფიციალური ვერსიით, მათი სიცოცხლის ხელყოფა ბრალად ედება „სახალხო კრების“ ლიდერების კორტეჟის მძღოლებს - ივანე ჩიღვინაძესა და ნიკოლოზ ზაუტაშვილს, რომლებმაც თითქოსდა ამ ადამიანებს მანქანით გადაუარეს. საია შსს-ს ოფიციალურ ვერსიას კრიტიკულად აანალიზებს და ასკვნის, რომ ეს შემთხვევები სათანადოდ არ არის გამოძიებული.

ამ გახმაურებული შემთხვევების გარდა, ანგარიშში ასახულია სიცოცხლის ხელყოფის სხვა ნაკლებად ცნობილი შემთხვევა. კერძოდ, საიას ცნობით, 26 მაისს აქციის დაშლის დროს პოლიციამ სასტიკად სცემა „სახალხო კრების“ აქტივისტი თემურ კაპანაძე, რის შედეგადაც მან სერიოზული ფიზიკური და ემოციური ტრამვები მიიღო. 26 მაისის შემდეგ თემურ კაპანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ექიმების დროული ჩარევისა და მკურნალობის მიუხედავად, აქციის დროს მიღებული ტრამვებით გამოწვეული ავადმყოფობით იგი 8 დღის შემდეგ გარდაიცვალა. 

საია ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ანგარიშში წარმოდგენილ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც დაგეგმეს აქციის დაშლის ოპერაცია და ხელმძღვანელობდნენ მის განხორციელებას.

გამოვლენილი უფლებათა დარღვევის ხარისხისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ არასათანადო და არაეფექტური რეაგირება მოახდინა სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე.

ანგარიში მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მასში წარმოდგენილია ილუსტრაციები, რომლებიც ადასტურებენ ადამიანის ულებათა დარღვევის უხეშ ფაქტებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC