კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტს ვეტო-ს დადებას სთხოვენ

29 დეკემბერი, 2011

ინტერპრესნიუსი

არასამთავრობო ორგანიზაციები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს არაკონსტიტუციურს უწოდებენ და საქართველოს პრეზიდენტს ორ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო-ს უფლების გამოყენების თხოვნით მიმართავენ.

მიმართვას ხელს აწერს „საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კოალიცია „არჩევნის თავისუფლება“ და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, რომელთა წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს და განცხადება გაავრცელეს.

არასამთავრობოების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებები, ასევე ის იურიდიული პირები, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან ან სხვაგვარად იმყოფებიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან გააჩნიათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ვალდებულნი ხდებიან კანონის ამოქმედებიდან 3 დღი ვადაში, უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმედებამდე მიღებული შემოწირულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, რომლის თანახმადაც „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.

„დარღვეულია ასევე ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული კანონი კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით, პაუსხისმგებლობას ადგენს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროისთვის სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, ასევე უკუძალას ანიჭებს ნორმას, რომელიც განსაზღვრავს პასუხიმგებლობას წარსულში განხორციელებული ქმედებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 261-ე მუხლი, რომელიც თავისი არსით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.

„ჩვენთვის, ასევე სრულიად მიუღებელია სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც არაგონივრულად და არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით მოქმედ პირებს მომსახურების ან მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის თხოვნით მიმართავენ, ან მათთვის მსგავს მომსახურებას მიიღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი და ხელმოსაწერად გადაცემული კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტო-ს უფლებას არ გამოიყენებს, არასამთავრობოები პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. თუმცა, მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილის 9-თვიანი ვადა აქვს, რაც პროცესების გაჭიანურებას გამოიწვევს.

პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში არ ჩაწერილა, რომ ახალ რეგულაციებს „უკუძალა“ აქვს, თუმცა, ერთგვარი უკუძალის მარეგულირებელი ნორმა მაინც დაემატა.

კანონპროექტის საბოლოო და უკვე დამტკიცებულ რედაქციაში ჩაიწერა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში“.

კანონის ეს ნორმა ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონი კი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს. ამასთან, კანონის ზოგიერთი რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ახალი ამბები