საია თავდაცვის სამინისტროს უწყების წარმომადგენლის, მამუკა იოსავას წინააღმდეგ დისციპლინალური წარმოების დაწყებისკენ მოუწოდებს
29.12.2011
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავდაცვის სამინისტროს უწყების წარმომადგენლის, მამუკა იოსავას წინააღმდეგ დისციპლინალური წარმოების დაწყებისკენ მოუწოდებს.
საქმე ეხება ინტერნეტგამოცემა Livepress.ge-ს მიერ საია-სთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით ადგილობრივებს ზუგდიდის თეატრში შეხვდნენ, თუმცა livepress-ს შეხვედრაზე დასწრება აუკრძალეს და შეხვედრის შინაარსის შესახებ არც ზეპირი ინფორმაცია მიაწოდეს.
„ჟურნალისტები შეხვედრის დასრულების შემდეგ შენობის გარეთ გამოსული მონაწილეებისგან ინტერვიუს აღებით ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ, თუმცა სრულიად უკანონო არგუმენტების მოშველიებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა იოსავამ მათ კამერა გამოართვა და გადაღებული ვიდოემასალა წაშალა“, – აცხადებენ საია-ში.
გუშინვე ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეტი.გე-მ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოდიშის მოხდის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა.
საია-სთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი თავდაცვის სამინისტროს კატეგორიულად მოუწოდებს, ბოდიშის მოხდით არ შემოიფარგლოს და მამუკა იოსავას მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყოს.
„იოსავას მიერ განხორციელებული ქმედება არათუ დისციპლინური, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მოიცავს, მან თვითნებური ქმედებით წაუშალა ჟურნალისტებს მოპოვებული მასალა და არ მისცა შესაძლებლობა, საზოგადოებისათვის ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებინა. მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლების გარანტიების შექმნა და უზრუნველყოფა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების ფუნქციაა და ის უმკაცრესად უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირების მიერ გამოვლენილ თვითნებობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე“, - აცხადებენ საია-ში.
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

