კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობამ“ შემომწირველ კომპანიათა ნუსხა გამოაქვეყნა

29 დეკემბერი, 2011

2011 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობისთვის“ შემომწირველ კომპანიათა ნუსხა პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის დეკემბერში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის და GRECO-ს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი დამატებით მექანიზმებს დაამტკიცებს პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ ჩვენს საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, ვინ და რა ოდენობით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს. ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდების დაფინანსების შესახებ. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებს იმ კომპანიების სრულ ნუსხას, რომელთაგანაც 2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობები მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვებგვერდზე განთავსებული ცხრილის თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2011 წლის განმავლობაში 1 520 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.

შემოწირულობების მიღების თარიღები და ოდენობა ასეთია: 26.09.2011 - შპს „ენკა მოლ“ - 100 000 ლარი; 26.09.2011 - შპს „ტერექს-XXI“ - 100 000 ლარი; 26.09.2011 - შპს „დ.თ.ჯ. ჯგუფი“ – 100 000 ლარი; 28.09.2011 - შპს „გზამშენი 5“ – 100 000 ლარი; 28.09.2011 შპს „გზამშენი 4“ – 100 000 ლარი; 29.09.2011 შპს „ტრანსპროექტი“ – 100 000 ლარი; 03.10.2011 შპს „სგრმზ დირექცია“ – 100 000; 03.10.2011 - სს „ხიდმშენი“ – 100 000 ლარი; 05.10.2011 - შპს „საქგზამეცნიერება“ – 100 000 ლარი; 05.10.2011 – „უნივერსალი 93“ – 50 000ლარი; 05.10.2011 - შპს „იბოლია“ - 100 000 ლარი; 05.10.2011 - #1 სსს - 100 000 ლარი; 10.10.2011 - შპს „ჯი ჯგუფი“ - 50 000 ლარი; 28.10.2011 - შპს „ვანტი“ – 100 000 ლარი; 31.10.2011 – შპს „ჯეოკომფორტი“ - 50 000 ლარი; 14.12.2011 - შპს „ჯეოკომფორტი“ – 50 000 ლარი; 14.12.2011 - შპს „ჯეოთერმი“ – 100 000 ლარი; 14.12.2011 - შპს „ჩარკფი“ - 20 000 ლარი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები