კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2008 წლის ომის ვეტერანს დაჭერით ემუქრებიან

30 დეკემბერი, 2011

2008 წლის ომის ვეტერანი ხვიჩა შაქარიშვილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მუქარაში ადანაშაულებს. ამის შესახებ შაქარიშვილმა „ტელეარხ 25“-ის გადაცემა „დიალოგში“ განაცხადა.

მისი თქმით, იგი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ, თემურ გაბაიძესთან დახმარების თხოვნით არაერთხელ მივიდა. მინისტრი მას დახმარებას დაჰპირდა. თუმცა მოგვიანებით, უწყებაში დაჭერით დაემუქრნენ.

ხვიჩა შაქარიშვილი, 2008 წლის ომის ვეტერანი: „აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძესაც მივმართე, მაგრამ მითხრეს, რომ ჩემთვის არ სცალია. ხოლო აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში რამდენჯერმე ვიყავი. გასულ პარასკევს, მინისტრს რომ ველოდებოდი, ალბათ, მისი მოადგილე იყო, დამემუქრა: თუ არ გაჩერდები, პოლიციას გამოვიძახებთ და დავაჭერინებთ შენს თავსო”.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თემურ გაბაიძე ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ შაქარიშვილს იგი რამდენჯერმე შეხვდა: „ეს არის აბსოლუტური ტყუილი. შეუძლია, ნებისმიერ დღეს მოვიდეს. საპენსიოსა და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები შეკრიბებიან და მოძებნიან გამოსავალს, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ ამ ადამიანს“.

2008 წლის ომის ვეტერანის, უნარშეზღუდულ ხვიჩა შაქარიშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო კომისია კიდევ ერთხელ შეამოწმებს. მას შესაძლოა, მეორე ჯგუფის ინვალიდობისა და ვეტერანობის პენსია 84-დან 129 ლარამდე გაეზარდოს. ხვიჩა შაქარიშვილს კონტუზია და თავის ტვინის ბაროტრავმა აქვს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები