15:08, Sunday, 22.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აშშ-ს საელჩო ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

30.12.2011
აშშ-ს საელჩო საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს საქართველოში. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო პროცესზე. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ან კანდიდატს. ზუსტად ამ სულისკვეთებით, შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით გაეცნო საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ შესწორებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ამ კვირაში დაამტკიცა.

მიგვაჩნია, რომ ბევრი შესწორება, საარჩევნო სიებში არსებული რეალური, თუ წარმოსახვითი უზუსტობების აღმოსაფხვრელად გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ხელს შეუწყობს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით.

ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას. დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს მუშაობა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა 2012 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და დაიმსახუროს საყოველთაო ნდობა.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გასაძლიერებლად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC