კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონის ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია

30 დეკემბერი, 2011

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონის ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია. პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილება, "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა.

შესაბამისად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

ახალი რეგულაციები დაუწესდათ როგორც პარტიებს, ისე პოლიტიკური მიზნით მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, მათთან კავშირში მყოფ პირებს და სხვა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონის ახალ რეგულაციებს პრეზიდენტმა ხელი 28 დეკემბერს მოაწერა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები