კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობამ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ტარიფები დაადგინა

9 იანვარი, 2012

მთავრობამ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ტარიფები დაადგინა. „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება მსხვილი გადამხდელის სტატუსის მქონე პირებისთვის ან/და 3 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირისათვის წელიწადში 3 000 ლარი ეღირება. ხოლო 1 000 000 ლარიდან 3 000 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისთვის – 2 000 ლარი, სხვა პირებისთვის კი - 1 000 ლარი.

საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები