კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი დემეტრაძის განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში შევიდა

9 იანვარი, 2012

ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შევიდა.

ქურდული სამყაროს წევრობაში მსჯავრდებული ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლებას ევროკონვენციის სამი მუხლის დარღვევაში ედავება; ევროკონვენციის მეექვსე მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მესამე მუხლი (არაადამიანური მოპყრობა) და მერვე მუხლი (პირადი ცხოვრება).

როგორც დემეტრაძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განაცხადა, არაადამიანური მოპყრობა რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში გამოიხატა, სადაც მსჯავრდებულს ორი კვირის განმავლობაში ბარათის გამოყენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, ორი კვირის განმავლობაში დემეტრაძე ვერ ყიდულობდა ჰიგიენურ საშუალებებს და საკვებს.

რაც შეეხება მეექვსე მუხლის დარღვევას, ადვოკატის განმარტებით, სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო. დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიუხედავად დემეტრაძეს მსჯავრი ქურდული სამყაროს წევრობაში დასდეს და 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ადვოკატის განმარტებით, მერვე მუხლის დარღვევის მტკიცებულებებიც გააჩნიათ. ფხალაძის თქმით, დემეტრაძე დააკავეს იმის გამო რომ ვატო ყოფიანის და დავით გაგნიძის მეგობარი იყო. ფხალაძის განცხადებით, ევროკონვენციის მერვე მუხლის შესაბამისად ყველას აქვს უფლება პირადი ცხოვრების, სამეგობრო წრის არჩევის. “საქმეში არსებობს პოლიციის დახასიათება, სადაც აღნიშნულია, რომ დემეტრაძე გაგნიძისა და ყიფიანის მეგობარია და კრიმინალია”,-აღნიშნავს ადვოკატი.

სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დემეტრაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ქონება - მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30 000 აშშ დოლარი.

საქალაქო სასამართლომ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძეს. მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10 700 აშშ დოლარი; ხოლო დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით ფეიქრიშვილთან, ბრალის აღიარების საფუძველზე, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ფეიქრიშვილს სასჯელიდან 2 წლის მოხდა სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში განესაზღვრა, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ფეიქრიშვილს დაეკისრა ასევე ჯარიმის გადახდა 30 000 ლარის ოდენობით.

დემეტრაძეს, გაგნიძეს და ფეიქრიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში – ქურდული სამყაროს წევრობაში ედებოდათ. საქმე ეხება 2010 წლის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. „მაზავშიკებთან“ მოგებულ თანხებს. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში მოგებულებს ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი, „ქურდულ საერთოში“ იყრიდა თავს. თანხის გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 40 700 აშშ დოლარი ამოიღეს.

ვატო ყიფიანს მსჯავრი დაუსწრებლად დაედო და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები