კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილის თქმით, სომალელი მეკობრეებისგან მეზღვაურების გათავისუფლებას გიორგი კარბელაშვილი და ვერა ქობალია ცდილობდა

10 იანვარი, 2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გიორგი კარბელაშვილს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, მოლაპარაკების დეტალები უსაფრთხოების მიზნით არ ხმაურდებოდა.

„დღე არ ყოფილა, რომ ამ საკითზე არ მეფიქრა. ძალიან ვნერვიულობდით, იმიტომ, რომ რამდენჯერმე ჩიხში შევედით. ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც არიან იქ დატყვევებულები და ჩვენი მეგობრები გვეუბნებოდნენ, რომ კარგით, დაანებეთ თავი, იმიტომ, რომ თქვენს მასშტაბს ვერ სწვდება ამ ხალხის გათავისუფლება, მაგრამ ერთი წამით არ ჩამოგვიშვია ხელი და ერთი წამით არ შევგუებივართ ამ სიტუაციას. ყველანაირი კანკარგულება მქონდა მიცემული, უამრავჯერ გავაგზავნეთ იქ ხალხი. უბედურება ის იყო, რომ საჯაროდაც ვერ ვამბობდით ამას და იყო ჩვენს მიმართ კრიტიკა. ვერ ვამბობდით, რას ვაკეთებდით. ვერ ვამბობდით იმიტომ, რომ საერთოდ ჩაიშლებოდა ეს ყველაფერი. მართლა ყოჩაღ გიორგი კარბელაშვილს. კარგად იმუშავა ვერა ქობალიამაც, რომელიც იქ საერთაშორისო ორგანიზაციაში გავაგზავნეთ. გვასწავლეს რაღაც გზები, შემდეგ კარბელაშვილმა ნახევარი მსოფლიო მოიარა, ბევრჯერ ჩავიდა, რა ხალხზე არ გავიდა, ვის არ დაელაპარაკა, რა შესასვლელები და გამოსასვლელები არ იპოვა და ბოლოს გამოვიდა და ეს არის მაგალითი იმისა, რომ საქარათველო შედგა როგორც სახელმწიფო და საქართველოს დასაკარგი ხალხი არ ჰყავს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება თითოეული მოქალაქისათვის ბოლომდე იბრძოლებს.

„ამაზე მაღალი ამბიცია და ამოცანა, ჩვენ, როგორც მთავრობას და როგორც სახელმწიფოს ნამდვილად არ გაგვაჩნია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დღეში თხუთმეტჯერ ვურეკავდი კარბელაშვილს და ბოლოს გუშინწინ, როდესაც ეს ამბავი შევიტყე, მომეხსნა ტვირთი და ვთქვი - კიდევ კარგი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები