22:43, Wednesday, 23.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უნარშეზღუდული პირი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაამწესეს

11.01.2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ადამიანის უფლებათა ცენტრს მოქალაქე დარეჯან რუხაძემ დახმარება სთხოვა. იგი თავისი დისშვილის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლელა ჯამფეროღლის გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნის გამო წუხდა. რუხაძის თქმით, სამართალდამცავებმა ჯამფეროღლი მისთვის უცნობ დაწესებულებაში გაამწესეს.

პრობლემები დაიწყო 1 ნოემბერს მუნიციპალურ სასადილოში მომხდარი ინციდენტით, სადაც ლელა ჯამფეროღლი და ვალენტინა საფონოვა შელაპარაკდნენ. დარეჯან რუხაძემ მხოლოდ ის იცის, რომ თავის მეურვეობის ქვეშ მყოფი ლელა ჯამფეროღლი სამართალდამცავებმა ქუთაისში, მისთვის უცნობ დაწესებულებაში დაატოვებინეს.

„ქუთაისში ლელას ერთი ქალბატონი გაესაუბრა. ჰკითხა - რატომ დაარტყა ვალენტინა საფონოვას. მან უპასუხა, რომ პირველად იმან დაარტყა და თან „ბინძური“ უწოდა. მხოლოდ ეს საუბარი იყო მათ შორის. ამის შემდეგ გამომძიებელმა მითხრა, ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეთო. შუაღამე იყო და ბათუმიდან ქუთაისში მგზავრობამდე ძალიან დაღლილი ვიყავი, თან ნანერვიულები. ვერც სათვალის გარეშე ვკითხულობ. ვიფიქრე, დასრულდა ყველაფერი და დავბრუნდებით სახლში-მეთქი და ხელი მოვაწერე“, - იხსენებს დარეჯან რუხაძე.

ბათუმში რუხაძე სამართალდამცავებთან ერთად დაბრუნდა. მისი მეურვეობის ქვეშ მყოფ ლელა ჯამფეროღლი კი ქუთაისში დატოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ დარეჯან რუხაძეს ტელფონით გადასცეს ინფორმაცია, რომ ჯამფეროღლი კარგად არის და ნორმალურად იკვებება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი რუხაძის მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული ნომრით ხონის ერთ-ერთ ოჯახში მოხვდა, საიდანაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ექიმის, ზაზას მობილური ტელეფონის ნომერი მოვიპოვეთ, მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო. თუმცა, ის კი გავარკვიეთ, რომ ლელა ჯამფეროღლი ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ ნებისმიერ სახის ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.

თუ რატომ დატოვეს ლელა ჯამფეროღლი აღნიშნულ ცენტრში, დარეჯან რუხაძე ვერ ხსნის: „ლელას არ ჰქონია ფსიქიკური პრობლემები. ის უნარშეზღუდულია და ქმედუუნაროდაც ამიტომ ცნო სასამართლომ. 1 ნოემბერს, ჩვეულებრივ, მუნიციპალურ სასადილოში სადილისათვის მივიდა. იქ კი შელაპარაკებია ვალენტინა საფონოვას, რომელიც იმავე სასადილოში სადილობს. ვალენტინას, თურმე, ლელასთვის „ბინძური“ უწოდებია და დაურტყამს. ამასაც ხელი მოუქნევია“.

ზაირა ვადაჭკორია, უფასო სასადილოს ბინადარი: „აქ სასადილოში გავიცანი ლელა. ჩვეულებრივად დგებოდა რიგში, გვესალმებოდა და გვემშვიდებოდა. მასთან ერთად მაგიდასთან ბევრჯერ გვისადილია. ფსიქიკური პრობლემები მისთვის არასდროს შეგვინიშნავს. მხოლოდ, უნარშეზღუდული იყო”.

ლალი აბუსერიძე, მეზობელი: „მასთან კონფლიქტი არასდროს მოგვსლია, არც ისე გვინახია, რომ ეჩხუბა, ან ვინმე გაელანძღა. მხოლოდ გონებრივად არის ჩამორჩენილი. შეიძლებოდა რაიმეს შესაძენად მაღაზიაშიც რომ გაგვეგზავნა“

დარეჯან რუხაძის თქმით, საქმეს გამოძიებელი ბადრი ბერიძე იძიებდა. თუმცა, მისთვის, როგორც მეურვისთვის, რაიმე სახის გადაწყვეტილება არ გადაუციათ. მან არც ის იცის, თუ რამდენ ხანს უნდა იყოს ლელა ხონის დაწესებულებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გამომძიებელ ბადრი ბერიძეს დაუკავშირდა. მან სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის გვითრა, რომ საქმე დასრულებულია და კომენტარს არ აკეთებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლელა ჯამფეროღლი ქმედუუნაროდ არის ცნობილი და მის მეურვედ დანიშნულია დეიდამისი - დარეჯან რუხაძე. 2008 წლის ოქტომბრიდან კი ის უვადო პენსიას იღებდა, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC