23:12, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აფხაზები პოლიციელის მკვლელობაში საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ

11.01.2012
გალის რაიონის სოფელ გაგიდაში 9 იანვარს მოკლული პოლიციელის, ვიტალი როდონაიას, მკვლელობაში დე ფატქო აფხაზეთის პროკურატურა საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. აფხაზური პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს.

ინტერნეტ გამოცემა Кавказский узел-ის ცნობით, 33 წლის ვიტალი როდონაია ტყვარჩელის რაიონის სოფელ კოხორაში ცხოვრობდა, ეროვნებით ქართველი იყო და გალის პოლიცის განყოფილებაში მუშაობდა. 9 იანვარს როდონაია სოფელ გაგიდაში სიდედრის სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც სახლში სამი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შევიდა და გალის პოლიციის თანამშრომელი გარეთ გაიყვანა. მალევე, ვიტალი როდონაია სახლიდან 150 მეტრის მოშორებით მოკლული იპოვნეს, მას 11 სასიკვდილო ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.

დე ფაქტო აფხაზეთის გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ ვიტალი როდონაია საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს, რადგან მსგავსი ფაქტი ადრეც ყოფილა.  Кавказский узел-ის ინფორმაციით, ამ ვარაუდის საფუძვლად აფხაზეთის პროკურატურას ის ფაქტი მიაჩნია, რომ აქამდეც არაერთხელ მოუკალავთ დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნებით ქართველი პოლიციის თანამშრომლები.

ოფიციალური სოხუმის მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურები ეროვნებით ქართველებს არ პატიობენ დე ფატქო რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებში მუშაობას.

ქართველ სამართალდამცავებს აფხაზების ამ ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ნეტგაზეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC