კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არნო სტეფანიანს სადავო ეკლესიასთან დაკავშირებით ქმედითი ზომების გატარების იმედი არ აქვს

12 იანვარი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარეს არნო სტეფანიანს ქართულ და სომხურ მხარეებს შორის სადავო ეკლესია "სურბნშანთან" დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარების იმედი არ აქვს.

ამის შესახებ სტეფანიანმა „პირველს“ ეკლესიაში გაჩენილი ხანძრისა და ამასთან დაკავშირებით საქართველოში სომხური დელეგაციის ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

„სომხური დელეგაცია აპირებს ჩამოსვლას, საქართველოს კულტურის მინისტრიც, ალბათ, მას ძალიან კარგად მიიღებს და შესაძლოა, კომისიაც შეიქმნას, თუმცა ნაკლებად მჯერა, რომ ამას შედეგი მოჰყვება, ვინაიდან ამის პრეცედენტი არ გვაქვს. ასე იყო მაშინაც, როცა მოღნისის ეკლესია დაინგრა. კომისია შექმნეს, ტენდერი ჩაატარეს და ფირმას, რომელმაც საექსპერტო სამუშაოები განახორციელა, 60 000 ლარი ჩაურიცხეს, თუმცა არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. საქართველოს კულტურის სამინისტრო 6 სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებით რეალური ნაბიჯების გადადგმას, როგორც ჩანს, არ აპირებს“, - განაცხადა სტეფანიანმა.

რაც შეეხება ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის სავარაუდო მიზეზებს, სტეფანიანი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს შემთხვევით მომხდარიყო, ვინაიდან „ეკლესიას კარი ფაქტობრივად, არ აქვს და ის ზოგჯერ ლოთებისა და ნარკომანების თავშესაფარია“. თუმცა არც იმას, რომ „ეს მიზანმიმართული პროვოკაცია იყოს“.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ტაძრის სამხრეთ კედელი დაიწვა და მომხდარის მიზეზების დასადგენად შსს უკვე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის კულტურის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი  თბილისში, ეკლესია „სურბნშანში“ ხანძრის გაჩენის გარემოებებს ადგილზე შეისწავლის. Новости-Армения-ს ინფორმაციით, დელეგაციას, რომელიც თბილისში უკვე გამოემგზავრა, ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერჟიკ არაქელიანი ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, „სურბნშანი“ თბილისის ცენტრში მდებარეობს. ეკლესიაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. აღნიშნული ტაძარი საქართველოსა და სომხეთს შორის სადავო 6 ეკლესიას შორისაა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები