კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სერტიფიცირებული პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს

13 იანვარი, 2012

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი თამარ სუხიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სუხიაშვილი მის გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელმოწერას უკავშირებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „რესპუბლიკური პარტიის“ საგარეჯოს ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა კევლიშვილმა განუცხადა, თამარ სუხიაშვილი სერტიფიცირებული პედაგოგია.

„სკოლიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ხელი მოაწერა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებას. მის გასათავისუფლებლად კი გამოიყენეს ზოგადი განათლების შესახებ კანონის 42-ე მუხლი და შრომის კოდექსის 38-ე მუხლი. პირველი მუხლის მიხედვით, დირექტორს აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, მეორე მუხლის თანახმად კი თუ ორგანიზაციაში არ არსებობს პროფკავშირი, ხელძღვანელს უფლება აქვს თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლოს. სუხიაშვილმა მითხრა, რომ ორი დღის წინ, საგარეჯოს გამგებელიც შეხვდა და უთქვამს, პროკლამაციებს ნუ აკრავო“, - აღნიშნა კევლიშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ჩალათაშვილის თქმით, თამარ სუხიაშვილი მასთან ნამდვილად იყო მისული. „თვითონ მომმართა, შეხვედრა მინდაო. შევხვდით. ამიხსნა თავისი პრობლემის შესახებ. მე დავპირდი, რომ მართალია სკოლიდან მისი გათავისუფლების საკითხი მე არ მეხებოდა, მაგრამ მაინც დავინტერსდებოდი და გავარკვევდი ყველაფერს. ახლა რას ამბობენ, არ ვიცი“, - განაცხადა გამგებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები