კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო კალანდაძე: „საგარეო უწყებასთან თემურ ალასანიას ურთიერთობა საკონსულტაციო ხასიათს ატარებს“

16 იანვარი, 2012

პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას ურთიერთობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საკონსულტაციო ხასიათს ატარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე აცნობა.
 
ნინო კალანდაძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა სურვილი, დიპლომატ თემურ ალასანიასთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ამ შემთხვევაში, საუბარია არა დიპლომატიურ თანამდებობაზე, არამედ ტექნიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც საკონსულტაციო ხასიათს ატარებს.

„ეს არ არის მრჩევლის დიპლომატიური თანამდებობა, არამედ ეს ატარებს საკონსულტაციო ხასიათს, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ძალიან ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება გაერო-ს ფარგლებში და ჩვენ მას მივმართეთ საკონსულტაციო თხოვნით“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მომსახურება იქნება უსასყიდლო,  თემურ ალასანია თავის გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს საგარეო უწყებას, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

კალანდაძის განცხადებით, თემურ ალასანიასთან გაფორმებული იყო 6-თვიანი ხელშეკრულება. ეს ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა და იანვრიდან ხელშეკრულება გაგრძელდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები