კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების სამინისტრომ მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი განსაზღვრა

16 იანვარი, 2012

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, სკოლა უფლებამოსილია, დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სკოლის მიერ გაფრთხილების მიუხედავად, მოსწავლე 6 თვის განმავლობაში არ ცხადდება სკოლაში, არ იღებს შეფასებას და არც დარეგისტრირებულა ექსტერნად.

ასევე, მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება: თუ სკოლაში ჩარიცხული 5 წლის ასაკის მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას და მოსწავლის მშობელი წერილობით ითხოვს მოსწავლის სტატუსის შეჩერებას; უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე; მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას; დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი; მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

ამავე წესით განსაზღვრულია მოსწავლის სტატუსის აღდგენის მექანიზმიც. კერძოდ, სტატუსის აღსადგენად მოსწავლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს. ამავე წესის მიხედვით, მოსწავლე, რომელსაც აღუდგება მოსწავლის სტატუსი, უფლებამოსილი იქნება სწავლა გააგრძელოს შესაბამის კლასში, თუ მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა ან ისარგებლოს მობილობით.

ამასთან, მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საუძველზე, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის დაბადების მოწმობა მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნებულია და ძალაშია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები