კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქდმ-ს ინფორმაციით, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულებს დავალიანების ჩამოწერაზე უარი უთხრეს

18 იანვარი, 2012

„ქრისტიან-დემოკრატების“ ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის კორპორაციამ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს დავალიანების ჩამოწერაზე უარი უთხრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქდმ-დან აცნობეს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი, 17 იანვარს სამტრედიის რაიონის სოფელ გომის მოსახლეობას შეხვდა. პარლამენტის წევრმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის კორპორაციის წერილი გააცნო, სადაც საუბარია, რომ სიმინდის ჰიბრიდული თესლის შესაძენად ბანკიდან გამოტანილი თანხების ჩამოწერა არ მოხდება და გლეხებს დარიცხული პროცენტების გადახდაც მოუწევთ.

„ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა. ყველას კარგად გვახსოვს პრეზიდენტის საჯარო დაპირება, როცა მან განაცხადა, რომ ყველას, ვინც ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად დაზარალდა, დავალიანება უნდა ჩამოეწეროს. საუბარი იყო კომპენსაციებზეც. დღეს ეს ყველაფერი დავიწყებულია, პრეზიდენტის ბრძანება კი – იგნორირებული“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, „ქრისტიან–დემოკრატები“ მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე პასუხს მოსთხოვენ, როცა პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.

გიორგი ახვლედიანს სოფელ გომის მოსახლეობა დაგეგმილზე ბევრად მცირე მოსავალსა და გასაყიდი სიმინდის დაბალ ფასზეც ესაუბრა, რაც, მათი თქმით, ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ორმაგად ართულებს.

„აქაურმა ფერმერებმა შეასრულეს ყველა რეკომენდაცია - აგროვადების დაცვიდან დაწყებული, სასუქის შეტანით დასრულებული, მაგრამ შედეგი მაინც სავალალოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი სიმინდის თესლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით და მისი გადამოწმებაც ვცადეთ, მაგრამ კვლევის ჩატარებაზე ყველა სერთიფიცირებულმა ლაბორატორიამ უარი გვითხრა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები