კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში უკვე პრესის რეალიზაციის 25 ურიკა-სტენდი მოძრაობს

23 იანვარი, 2012

„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ პროექტის  („თბილისის მოსახლეობისთვის თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“) ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქში უკვე პრესის რეალიზაციის 25 ურიკა-სტენდი მოძრაობს.

მოძრავი ურიკა–სტენდები „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“, ამ პროექტის ფარგლებში, სპეციალურად დაამზადებინა. ეს ორგანიზაციის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული ერთ–ერთი სიახლეა.

ბეჭდური მედიის რეალიზატორებს, რომლებიც მოძრავ ურიკა–სტენდებზე მუშაობენ, აცვიათ სამუშაო ქურთუკები და კეპები წარწერით – „მე მიყვარს თავისუფალი პრესა“. ასეთი სამოსი „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ პრესის რეალიზატორებისთვის, ასევე სპეციალურად დაამზადებინა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ ეს სამუშაო ფორმა პრესის სხვა 60–მდე რეალიზატორსაც უსასყიდლოდ დაურიგა.

„ჩვენ განზრახული გვაქვს, ჟურნალ–გაზეთები თბილისის ყველაზე განაპირა რაიონებსაც მივაწოდოთ, შესაბამისად, პრესის 200 რეალიზატორის დასაქმებას ვაპირებთ“, – აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლექსო ჯიქია, – „ამ საკითხთან დაკავშირებით, მსურველებს დღესაც შეუძლიათ მოგვმართონ“.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრესის რეალიზატორის ანაზღაურება 500 ლარია (ფიქსირებული ხელფასი – 300 ლარი და მასზე დამატებული რეალიზაციიდან მიღებული პროცენტი). უპირატესობა 20–დან 55 წლამდე პირებს ენიჭებათ. მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე – 298 40 39, 599 79 34 25.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები