კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მხარე და ისრაელის იარაღის მწარმოებელიკომპანია „ელბითი“ მორიგდნენ

23 იანვარი, 2012

ებრაულ კომპანია „ელბით მარახოდსა“ და ქართულ მხარეს შორის მორიგება შედგა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ, დღეს, ბრიფინგზე განაცხადა. კალანდაძის თქმით, საუბარი იყო რამდენიმე ხელშეკრულებაზე, რომელიც მხარეებს შორის იყო გაფორმებული.

„ეს არის კერძო ბიზნესხასიათის მატარებელი ხელშეკრულებები, შეთანხმება შედგა, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე დათმობაზე წავიდა“, - აცხადებს ნინო კალანდაძე.

რაც შეეხება ციფრებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ციფრებს ვერ აკონკრეტებს. კალანდაძის განცხადებით, ციფრებზე საუბარი ვერ იქნება, ვიდრე არ გამოიკვეთება რომელი ხელშეკრულება დაკმაყოფილდება და რომელი არა.

„მე ვერ დავაკონკრეტებ ციფრებს, რადგან ძალიან ბევრი ხელშეკრულება იყო დადებული, რომელთა ნაწილის დაკმაყოფილება მოხდება, ნაწილის გათვალისწინება არ მოხდება, რადგან ქართული მხარის პოზიცია იყო მეტად მართებული, შესაბამისად არასწორი იქნება რაიმე ციფრებზე საუბარი“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

2011 წლის აპრილში ისრაელის იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ „ელბითი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართულმა მხარემ 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული თანხები არ გადაიხადა. „ელბითი“ საქართველოსგან 100 მილიონ დოლარს ითხოვდა და სარჩელის შეტანას საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავდა.

2011 წლის 29 დეკემბერს „ელბითმა“ თავის ოფიციალურ საიტზე გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის მორიგება შედგა და კომპანია 35 მილიონ დოლარს მიიღებს და ასევე, თბილისი შეიარაღების ნაწილს დააბრუნებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები