კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირემს და ნიამორს გაქრობა ემუქრება!

23 იანვარი, 2012

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის დაშვებას აპროტესტებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ცვლილება რეალური გაქრობის წინაშე დააყენებს ისედაც მცირერიცხოვან სახეობებს, პირველ რიგში - ირემსა და ნიამორს.

„ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ნებადართული გახდა წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობა, მათ შორის იმ სახეობებზეც, რომლებიც გადაშენების კრიტიკული საფთხის წინაშე თავის დროზე სწორედ ნადირობის შედეგად აღმოჩნდნენ“, - - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ ეხმაურება 2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანადირო სახეობების მოპოვების კვოტებს 2012 წლისთვის.

კვოტები შემდეგნაირია: „ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი“.

„ნაკრესის“ აზრით, ზემოხსენებული კვოტები მოკლებულია ყოველგვარ სამეცნიერო საფუძველს, რადგან საქართველოში არ ჩატარებულა ამ სახეობების აღრიცხვები და, შესაბამისად, უცნობია მათი რიცხოვნობა; „სრულიად გაუგებარია როგორ და რა მეთოდით იქნა გამოთვლილი უცნაური სიზუსტის რაოდენობები (მაგ. გარეული ღორი – 189 ცალი); რთულია რაიმე ლოგიკის დანახვა ამ რიცხვებში - მაგ. ტურაზე დადგენილია მოპოვების ძლიერ მაღალი კვოტა (1453), ენოტზე კი, რომელიც ჩვენი ფაუნის უცხო სახეობას წარმოადგენს - მხოლოდ 96. არასწორად დადგენილი კვოტა ველური ბუნებისთვის ისევე საზიანოა, როგორც - არალეგალური ნადირობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სანადირო კვოტები არ არის გადანაწილებული რეგიონების მიხედვით“, - აღნიშნულია სახეობათა კონსერვაციის ცენტრის განცხადებაში.

„მთავრობამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, ნადირობა დაუშვას წითელი ნუსხის, ანუ იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზეც და თუ სანადირო კვოტები ამ შემთხვევაშიც ანალოგიური მიდგომით განისაზღვრება, შედეგი უკვე კატასტროფული იქნება - გარკვეულ სახეობებს სამუდამოდ დავკარგავთ“, - აღნიშნეს „ნაკრესში“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ორიგინალი სრულად

 

ახალი ამბები