კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკატერინა ხვედელიძესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურება

24 იანვარი, 2012

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკატერინა ხვედელიძესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, სავარაუდოდ, 24 იანვარს ეწურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხვედელიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, სასამართლოს მოტივირებული გატაწყვეტილება მათ 10 იანვარს ჩაბარდათ. შესაბამისად, პრეზიდენტსაც ამავე დროს უნდა ჩაბარებოდა. თუმცა ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილება 1-2 დღით გვიან ჩაბარებოდა.

გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა კი სამოტივაციო გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან იწყება. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ხვედელიძის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, დოკუმენტი ავტომატურად ძალაში შევა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო კი ვალდებული იქნება, ხვედელიძეზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გასცეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ეკატერინა ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები მოითხოვდნენ პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობას, რომლითაც მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები