კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სირიიდან აფხაზეთში ჩასახლება ექვს ოჯახს სურს

24 იანვარი, 2012

სირიიდან აფხაზეთში ჩასახლება ექვს ოჯახს სურს. ამის შესახებ სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება. აფხაზეთში რეპატრიაციის მსურველ ოჯახებთან შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მისიამ შეძლო, რომელიც სირიაში იმყოფებოდა. აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა მისიასთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე დაუყოვნებლივი მასიური რეპატრიაცია შეუძლებელია.

20-ზე მეტმა ადამიანმა კი გამოთქვა სურვილი, ვითარების გასაცნობად და გადაწყვეტილების მისაღებად აფხაზეთში ჩავიდეს. მათ ასევე სურთ, შეუტყონ, ამართლებს თუ არა აფხაზური საზოგადოება მათ შესაძლო დაბრუნებას. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მთლიანობაში აფხაზური დისპორის წარმომადგენლებმა მადლიერებით მიიღეს აფხაზური დელეგაციის ვიზიტი და მათ ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს.

მისიამ სირიაში ყოფნისას შემდეგი აფხაზური გვარების წარმომადგენლებთან შეძლო შეხვედრა – აბაზა, აგრბა, მარშჩანი, გეჩბა, ჩიჩბა, ანქვაბი, მაანი, კუჯბა, პატეიპა, ლეიბა, არიუტაა, ცვიჟბა. სირიაში აფხაზური დიასპორის დახმარების მიზნით დე-ფაქტო ხელისუფლება მუშაობას აგრძელებს.

დელეგაცია სირიიდან თურქეთში ჩავიდა, სადაც ასევე შეხვდა აფხაზური დისაპორის წარმომადგენლებს.

დელეგაციას რეპატრიაციის დე-ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ადლეიბა ხელმძღვანელობდა, შემადგენლობაში კი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილების უფროსი ინარ გიცბა და თურქეთში აფხაზეთის კულტურული ცენტრების ფედერაციის პრეზიდენტი ფერიდუნ აკუსბა შედიოდნენ.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, სირიაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე საჭიროების შემთხვევაში აფხაზური დიასპორის წარმომადგენელთა აფხაზეთში ჩასახლებას ხელი შეუწყოს. ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით აფხაზური დელეგაცია სირიაში ხუთდღიანი ვიზიტით 15 იანვარს გაემგზავრა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები