კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი“

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი“

3 თებერვალს, სასტუმრო Holiday inn-ში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე გაიმართება მრგვალი მაგიდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს საქართველოში შეკრების თავისუფლების პრაქტიკული განხორციელების მონიტორინგის შედეგებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი“ მოიცავს მონიტორინგის პერიოდს 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე. მასში წარმოდგენილია შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ემპირიული საკითხების ანალიზი; ასევე - ქვეყანაში ბოლოდროინდელი ტენდენციის მიმოხილვა.

ანგარიში ეფუძნება საქართველოს 5 ქალაქიდან და რეგიონული ცენტრიდან 25 მონიტორის მიერ მოწოდებულ ემპირიულ მონაცემებს. მონიტორებმა გაიარეს OSCE/ODIHR-ისა და ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ შეკრების თავისუფლების შესახებ ჩატარებულ ტრენინგები.

პროექტი - „საქართველოში უფლებადამცველების უნარების განვითარება შეკრების თავისუფლების მონიტორინგის შესახებ“ განხორციელდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის OSCE/ODIHR, ასევე - ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანი იყო, დახმარებოდა უფლებამდაცველებს, განევითარებინათ საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგის უნარები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი