კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეკატერინა ხვედელიძესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს

25 იანვარი, 2012

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა.

„ამ საკითხზე პასუხი იქნება ძალიან მოკლე. არა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

2011 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, მანჯგალაძის განმარტებით, ბიზნესმენის მხარემ მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიმართა სამოქალაქო რეესტრს და შესაბამის პასუხს დაინტერესებულ პირებს სწორედ ეს უწყება გასცემს.

მანჯგალაძის განცხადებით, ამ მიმართულებით ყველაფერი სამართლებრივად მიმდინარეობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები