კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი მიდგომა სამართლიანი არჩევნებისთვის

26 იანვარი, 2012

ლინკოლნ მიტჩელი, www.thefastertimes.com

ამერიკის საელჩომ საქართველოში ცოტა ხნის წინ ქვეყანას მოუწოდა, ამა წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები „მაქსიმალურად სამართლიანი კამპანიის პირობებში“ ჩაატაროს. აშშ-მ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ამ მცდელობაში დაეხმარება.

ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია. იგი შეიძლება ისეთ ქვეყნებში გაკეთებულიყო, სადაც დემოკრატიისა და თავისუფლების სხვადასხვა დონეა. თუმცა, ჩნდება კითხვა: იცის თუ არა - როგორ, ან შეუძლია თუ არა აშშ-ს, რომ საქართველოში და სხვა მსგავს ქვეყნებში არჩევნები უფრო სამართლიანი გახადოს.

ისიც დასაშვებია, აშშ-ს სულაც არ უნდა კარგი არჩევნები საქართველოში და ასეთი განცხადება მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ აშშ-სგან ყველა ამას მოელოდა. თუმცა, ალბათ, ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც თავისუფალი არჩევნების ჩატარება და უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ აშშ-მ თავისი ინტერესები გაატაროს. ამერიკას მიზნად საქართველოს ნატოში გაწევრიანება აქვს დასახული და ამ არეულ რეგიონში ბევრად უფრო იოლი იქნება საქართველოს, როგორც ამერიკის სტაბილური მოკავშირის როლის განმტკიცება (განსაკუთრებით - ევროპის თვალში), თუკი ქვეყანა დაამტკიცებს, რომ იგი დემოკრატიისკენ მიიწევს.

აშშ-ს, მათ ევროპელ და სხვა დემორატიულ მოკავშირეებს ორი მთავარი მიდგომა აქვთ იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო გამოსწორდეს საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ანუ - ქვეყნებში, სადაც არც დემოკრატიაა, არც ტოტალიტარიზმი და თანაც ეს ქვეყნები დასავლეთსაც არ ემტერებიან.

პირველი მიდგომა არჩევნების მონიტორინგია. მეთოდები და ინსტიტუციები, რომლებიც არჩევნების მონიტორინგისთვის გამოიყენება, პროფესიონალური და დახვეწილია. მათი მეშვეობით არა მხოლოდ იმის განსაზღვრა შეიძლება, რა დონეზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, არამედ კონკრეტული არჩევნების სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენაც შესაძლებელია. თუმცა, ამ ორგანიზაციებს მხოლოდ არჩევნების მონიტორინგის უფლება აქვთ, ჩარევისა და გამოწორების საშუალება კი – არა. მაგრამ ხშირად საერთაშორისო, თუ შიდა მონიტორინგის ჯგუფებისთვის, რომლებსაც დასავლეთის დონორები აფინანსებენ, მთავარი მიღწევაა, დაადგინონ, კარგად ჩატარდა არჩევნები თუ არა. ხშირ შემთხვევაში, ეს ორგანიზაციები ადასტურებენ იმ სურათს, რომელიც არჩევნებამდეც კარგად იყო ცნობილი, ან დოკუმენტურად აღნუსხავენ იმას, თუ რეალურად რამდენად ცუდად ჩატარდა არჩევნები, რომელთა ცუდად ჩატარებასაც ისედაც ელოდნენ.

მეორე მიდგომა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც არჩევნებს ატარებს. მაგალითად, აშშ-ს განცხადებას საქართველოს თაობაზე მოჰყვა დაპირება, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში ამომრჩეველთა სიის დასაზუსტებლად აშშ 1 მლნ დოლარს დახარჯავს. მსგავსი პროექტები სხვადასხვა ქვეყნებში ტექნიკურ საკითხებზე ახდენს ფოკუსირებას - ისეთებზე, როგორიცაა მარკირების მელნით უზრუნველყოფა, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთების შესყიდვა ან საარჩევნო კანონის გადახედვის თაობაზე გამართული უსასრულო დისკუსიების დაფინანსება.

ამ ორი მიდგომის მინუსი ისაა, რომ მათი საშუალებით ისეთი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ, რომლებიც ხშირად ძალიან თვალშისაცემი არ არის. გარდა ამისა, ცდილობენ, ტექნიკური გადაწყვეტა მოუძებნონ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ბევრ შემთხვევაში, ძირითადად, ტექნიკური კი არა, პოლიტიკურია.

საქართველოს მგავსი ქვეყნებისთვის სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მთავარი წინაღობა არც სუსტი ამომრჩეველთა სია და არც ხარისხიანი საარჩევნო დანადგარების უკმარისობაა. თუმცა, ზოგი ქვეყნისთვის ხადახან ესეც პრობლემას წარმოადგენს. ასეთი ქვეყნების მთავრობები ხშირად მზად არ არიან, ისე წარმართონ არჩევნები, რომ არჩევნებში მათი დამარცხების შესაძლებლობა გაჩნდეს. შესაბამისად, ტექნიკური პროლემების მოგვარებას მსგავს ქვეყნეში არჩევნების სამართლიანობაზე მხოლოდ მცირედი გავლენა თუ ექნება. თუმცა, ქვეყნები ამგვარ დახმარებას ითხოვენ, რადგან მათი დაფინანსება და რეალიზება იოლია და იშვიათად თუ შეუქმნის პრობლემებს ქვეყნის მთავრობას არჩევნების მოგებაში.

გაურკვეველია, შეუძლია თუ არა აშშ-ს არჩევნების სამართლიანობის დონეზე ზეგავლენის მოხდენა ქვეყნებში, სადაც ფესვგადმულია ნახევრადდემოკრატიული ან ნახევრადავტორიტარული რეჟიმები და თანაც აშკარაა, რომ პრობლემისადმი ამჟამინდელი მიდგომა საკმარისი აღარაა.

ქვეყნების უკეთესი არჩევნებისკენ მისამართად აუცილებელი მეთოდები ახლა უკვე მხოლოდ საარჩევნო სიების დახვეწითა და სხვა მოწინავე ტექოლოგიური ტაქტიკით ვეღარ შემოიფარგლება. შედგებისათვის ახლა უკვე კონკრეტული  პოლიტიკური ზეწოლაა საჭირო. უნდა მოინდომონ და საქვეყნოდ მოუწოდონ უცხოელ ლიდერებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ; უფრო ხშირად უნდა ჩაერიონ პროცესებში, თუ მთავრობა წინა საარჩევნო პერიოდში ზეწოლას ახდენს. ასეთი პოლიტიკის გატარება მოკავშირე ქვეყნებში ძალიან რთულია.

მაგალითად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ს მთავრობა (ვაშინგტონში ან თბილისში) სამართლიანი არჩევნების ჩატარებას დაუკავშირებს თავის დახმარებას საქართველოსადმი - ქვეყნისადმი, რომელსაც 1.000 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში. ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკის მოკავშირეების ლიდერებს საქვეყნოდ დატუქსავენ თუნდაც იმისთვის, რომ ოპოზიციის აქტივისტებს აპატიმრებენ, ან ოპოზიციის მხარდამჭერებს ემუქრებიან. მაგრამ თუ აშშ ამ ზომების გატარებას არ მოინდომებს, მისი შესაძლებელობები ქვეყანაში უკეთესი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ძალზედ შეზღუდული იქნება.

ქართული თარგმანი ეკუთვნის: foreignpress.ge-ს

ორიგინალი

ახალი ამბები