კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატის ცნობით, „ქართულმა ოცნებამ“ „ელიტა ბურჯს“ თანხა უკან გადაურიცხა

30 იანვარი, 2012

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ შეასრულა საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კანონიერი მოთხოვნა და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, იურიდიული პირისაგან უკანონოდ მიღებული შემოწირულობა 1 100 000 ლარის ოდენობით შპს „ელიტა ბურჯს“ უკან გადაურიცხა.

ამის შესახებ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის განცხადებაშია საუბარი.

„საქართველოს კონტროლის პალატა კარგად აცნობიერებს კანონით მონიჭებული მანდატის ფარგლებს. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღი და კონკურენტული პოლიტიკური-სარჩევნო გარემოს შექმნას და ყველა სუბიექტს, განურჩევლად მათი პოლიტიკური ხედვისა და სიმპათიებისა, მიეცეს საშუალება თანასწორუფლებიან პირობებში აწარმოოს პოლიტიკური საქმიანობა“, - ნათქვამია მოგელაძის განცხადებაში.

კონტროლის პალატა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს და მოუწოდებს მათ, საქმიანობა განახორციელონ კანონის მოთხოვნების ფარგლებში, „რადგან კანონის რეგულაციების გვერდის ავლით ყველა მსგავსი მცდელობა გახდება საჯარო საზოგადოებისათვის და გამოყენებულ იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები