კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ აქციის შვიდი მონაწილე დააკავა

30 იანვარი, 2012

პოლიციამ 28 იანვარს საპროტესტო აქციის შვიდი მონაწილე დაააკავა, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 6 წლისთავის აღსანიშნავად პარლამენტის წინ შეიკრიბდნენ.

ოპოზიციის ახალგზარდული ჯგუფების რამოდენიმე ათეული აქტივისტი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სანდო გამოძიების მოთხოვნით მართავდა აქციას.  

თავდაპირველად, აქციის მონაწილენი პარლამენტის წინ ტროტუარზე იმყოფებოდნენ, თუმცა შემდეგ ქუჩის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და როდესაც ორმაგი ღერძულა ხაზის გასწვრივ დაიწყეს სიარული, პოლიციელებმა, ზოგიერთმა ფორმაში და ზოგმაც სამოქალაქო ტანსაცმელში, ხელი ჩაავლეს რამდენიმე მომიტინგეს და პოლიციის მანქანებისკენ წაიყვანეს.

შსს–ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ აქციის შვიდი მონაწილე წვრილმანი ხულოგნობის და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების თანახმად, ამგვარი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან მაქსიმუმ 90-დღიანი პატიმრობით.

იმავდროულად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა განცხადება, სადაც „კატეგორიულად გმობს“ ახალგაზრდა აქტივისტების დაკავებას, როგორც „გამოხატვის თავისუფლების“ ხელყოფას პოლიციის მხრიდან „ძალადობის“  გზით.

„[ინციდენტის ამსახველი] ვიდეომასალიდან გარკვევით ჩანს, რომ ძალადობა მოხდა სწორედ პოლიციის მხრიდან, როდესაც მათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაკავება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავებს „ემსახურონ კანონს და არა მმართველ ძალას“.    

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები