22:59, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უფლებადამცველები პარტიების დაფინანსებაზე კანონის წინააღმდეგ კამპანიას გეგმავენ

30.01.2012
რამდენიმე უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი აპირებენ გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა, რათა დაარწმუნონ კანონმდებლები გადახედონ დეკემბრის ბოლოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებს.

„კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, დიდია საშიშროება მათი არათანამიმდევრული და შერჩევითი იმპლემენტაციისა“, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 27 იანვარს გამოქვეყნდა.

სამი ორგანიზაციის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარტიების დაფინანსების წესებს ამკაცრებს და პარტიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს უწესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც „პირდაპირ ან არაპირდაპირ“ არიან დაკავშირებული პარტიასთან, „აქვს სამოქალაქო - პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი“.

„კანონის თანახმად, პარტიასთან კავშირში მყოფი პირის დეფინიცია იმდენად ყოვლისმომცველია, რომ შესაძლებლობას იძლევა პარტიასა და მოქალაქეს/იურიდიულ პირს შორის კავშირი თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში დადგინდეს. გარდა ამისა, ნორმების ბუნდოვანება და ყოვლისმომცველობა გარდაუვალს ხდის კანონის შერჩევით და სუბიექტურ აღსრულებას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ გავაგრძელებთ კანონმდელებთან მუშაობას და შევეცდებით საკანონმდებლო ცვლილებების გზით აღმოვფხვრათ კანონში არსებული ხარვეზები. ინფორმირების მიზნით, ჩვენ ასევე გავმართავთ შეხვედრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამის პარალელურად, რამდენიმე დღეში სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან და მედიასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ ფართომასშტაბიან საინფომაციო კამპანიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სივილ ჯორჯია

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC