კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცნაური გადასახადები საქართველოში - გაჭირვებულ მთავრობას ხალხი ასპონსორებს

31 იანვარი, 2012

შუქზე მიბმული ნაგავი, წყლისა და დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის გამო გათიშული ელექტროენერგია, მობილურის ანგარიშიდან ჩამოჭრილი სასწრაფოსა და სახანძროს მომსახურების საფასური – ეს 2010, 11 და 12 წლების ახალი საგადასახადო სისტემების არასრული ჩამონათვალია. ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.

მთავრობის ინოვაციას მოქალაქეები  პროტესტს სოციალურ ქსელებში გახსნილი არაერთი თემით უცხადებენ.

მსოფლიო ისტორიას სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში პარადოქსული, უაზრო და ზოგჯერ სასაცილო გადასახადების მაგალითები ბევრი ახსოვს - გადასახადი წვერისა და ქუდის ტარებისთვის, მარილის მოხმარებისთვის, ხელისუფლებასთან უთანხმოებისთვის, მშვიდი ცხოვრებისთვის და სიცოცხლისთვისაც კი – მოსახლეობიდან ფულის ამოღების მიზნით დაწესებული უცნაური გადასახადების შესახებ სმენია. თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი, დავით ნარმანია ამბობს, საქართველოს ხელისუფლების მსგავსი არავის არაფერი გამოუგონია.

სხვადასხვა კვლევით დადასტურებულია, რომ უცნაური ტიპის გადასახადებს სახელმწიფოები მაშინ აწესებენ, როცა ქვეყანას ეკონომიკურად უჭირს. კრიზისს თავად ხელისუფლება არ აღიარებენ, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრიზისულ სიტუაციაში მთავრობის ყველაზე კარგი სპონსორი სწორედ ხალხია.

ვიდეო

 

პალიტრა ტვ

ახალი ამბები