კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაქარია ქინქლაძემ თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

31 იანვარი, 2012

რესპუბლიკური პარტიის ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქინქლაძემ, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას პოლიციის თანამშრომლის გიორგი ქისიშვილის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაქარია ქინქლაძის ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განუცხადა, ისინი თელავის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. „რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე კანონი არასწორად განმარტა“, - აღნიშნა მარეხ მგალობლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ ახმეტის პოლიციის თანამშრომლის გიორგი ქისიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ქისიშვილი რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტის საკრებულოს წევრს ზაქარია ქინქლაძეს იჯარის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა და მისგან 1 500 აშშ დოლარისა და 177 ლარის გადახდას ითხოვდა.

ახმეტის პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ქისიშვილმა ზაქარია ქინქლაძეს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ქინქლაძემ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. განცხადების გავრცელების შემდეგ, ზაქარია ქინქლაძის შვილი, ლევან ქინქლაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრიდან გაათავისუფლეს. ზაქარია ქინქლაძეს კი სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები ფართი დააცლევინეს. მას იჯარის ხელშეკრულება გიორგი ქისიშვილთან 2016 წლამდე ჰქონდა გაფორმებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები