კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მუნიციპალიტეტიდან გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის მოსვლისას ყველა ქუჩაში გამოვსულიყავით და „მიშა, მიშა“ გვეძახა“

31 იანვარი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს პრეზიდენტმა 2012 წელი ქობულეთის განვითარების წლად გამოაცხადა. თუმცა, ქობულეთელები ამბობენ, რომ მათ პრეზიდენტი დაემუქრა - ტურისტი სანატრელი გაგიხდებათო.

ადამიანის უფლებათა ცენტრს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამჟღავნება მოსალოდნელი პრობლემების გამო არ ისურვა. იგი ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობს. ცენტრთან საუბრისას იხსენებს, რა მოხდა 2011 წ. 19 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქობულეთში ველობილიკის გახსნისას: „მუნიციპალიტეტიდან გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის მოსვლისას ყველა ქუჩაში გამოვსულიყავით და „მიშა, მიშა“ გვეძახა. ჩემი ოჯახიდან არც ერთი არ გავსულვართ. არც სხვა მეზობლები გავიდნენ. შემდეგ გავიგე, რომ ხალხის მცირე რაოდენობის გამო, პრეზიდენტი გაბრაზებულა და დაუბარებია: ქობულეთელებს ტურისტი სანატრელი გაგიხდებათო. გასული წელი ტურისტული სეზონი ჩავარდა, ჩვენ კი ბანკებიდან გამოტანილი კრედიტების გამო, ძალიან ცუდ დღეში ვართ. საქართველოს პრეზიდენტი ჩვენზე არ ზრუნავს და ჩვენგანაც ნუ ითხოვენ მის მხარდაჭერას“.

აღნიშნულ ფაქტს ქობულეთის რამდენიმე მკვიდრმაც დაგვიდასტურა: „ქუჩაში რომ არ გამოხვედით, ახლა თქვენს თავს დააბრალეთ, არც ერთი ტურისტი არ ჩამოვა ქობულეთშიო - გვითხრეს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა. ტურისტების გამო აღებულ კრედიტებს ვერ ვისტუმრებთ. პრეზიდენტი არაფერში გვეხმარება და ჩვენ რატომ უნდა დაგვეკრა ტაში ერთი ველობილიკის გახსნის გამო. ეგ მილიონები ადგილობრივი ხალხისთვის სასარგებლო საქმეში გამოეყენებინათ“.

ექვსკილომეტრიანი ველობილიკი საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის დეკემბერში გახსნა. ახალ ველობილიკზე პრეზიდენტთან ერთად ველოსიპედებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გაისეირნეს.

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, დავით ბოლქვაძემ აღნიშნა, ველობილიკში 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა: „პროგრამა დაფინანსებულია 5 798 765 ლარით, Black Sea Group ასრულებდა სამუშაოებს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ 1 159 773 ლარი იყო გამოყოფილი. ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი გაკეთდა. მომდევნო ოთხ თვეში კი, 1 788 540 ლარით დანარჩენი მონაკვეთის დასრულებაა დაგეგმილი”.

ბოლქვაძე ამბობს, რომ ველობილიკის გახსნას თვითონ ესწრებოდა, მაგრამ პრეზიდენტთან ერთად მას ველოსიპედით არ უსეირნია. ბოლქვაძის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლები მხოლოდმათი ნებით ესწრებოდნენ ველობილიკის გახსნას და მათთვის იქ მისვლა არავიც დაუძალებია.

ახალი ამბები