კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დღეიდან ძველი სალარო აპარატების გამოყენება იკრძალება

1 თებერვალი, 2012

1 თებევრლიდან ძველი სალარო აპარატების გამოყენება იკრძალება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი GPRS სისტემის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში მეწარმეებს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა, იმ მეწარმეებმა, რომლებმაც სალარო აპარატის შეძენაზე განაცხადი 31 იანვრამდე ჩააბარეს და შესაბამისი ქვითარი აქვთ, ახალი აპარატის მიღებამდე ძველი მოდელის აპარატით სარგებლობა შეეძლებათ.

„უკვე 90 000-მდე სალარო აპარატია დარეგისტრირებული, ამდენად იმ მეწარმეთა რაოდნეობა, რომლებსაც ახალი სალარო აპარატი არ აუღიათ, ძალიან მცირეა, ამიტომ დარეგისტრირების ვადა არ გადაიწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელები სალარო აპარატის შეძენის ვალდებულებიდან გათავისუფლდნენ. ასეთი სტატუსი გადასახადის 18 599 გადამხდელს აქვს მინიჭებული. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებს კი GPRS სალარო აპარატები უფასოდ ურიგდებათ“, - განმარტა გედევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი მოდელის საკონტროლო სალარო აპარატების დარიგება გასული წლის აგვისტოდან დაიწყო.

ცნობისთვის, GPRS სისტემის საკონტროლო-სალარო აპარატის ღირებულება 290 ლარია. აპარატის შეძენა ნებისმიერ გადამხდელს ბანკის განვადებით  შეუძლია. განვადება უპროცენტოა და თანხის გადახდა  12 თვეზე ნაწილდება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები