კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამუშავდა აშშ - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდი

2 თებერვალი, 2012

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდი აამუშავა. ვებგვერდზე განთავსებულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ, მათ შორის, აშშ-ისა და საქართველოს მთავრობათა ოფიციალური პირების განცხადებები.

აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია დემოკრატიის; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის და ხალხთა შორის და კულტურულ ურთიერთობათა ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შესახებ.

აშშ-ს საელჩოს ცნობით, სამუშაო ჯგუფების ყოველწლიურ შეხვედრებს აშშ-ისა და საქართველოს მთავრობათა მაღალჩინოსნები უძღვებიან. შეხვედრებზე განიხილება აღებული ვალდებულებები, ჩატარებელი სამუშაოები და სამომავლო გეგმები. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდზე გასაჯაროვდება ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთაც ორი ქვეყნის მთავრობები საერთო მიზნის მისაღწევად დგამენ. 2012 წელს 20 წელი სრულდება აშშ-ისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ვაჭრობის, უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, აშშ-მა და საქართველომ ხელი მოაწერეს 45-მდე ხელშეკრულებასა და შეთანხმებას. აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, 5,000-ზე მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება შეერთებულ შტატებში. ბოლო ათწლეულში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე აშშ-მა საქართველოს 3 მილიარდი დოლარის დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის, 1 მლრდ დოლარი გამოუყო 2008 წლის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდი გახდება ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო აშშ-საქართველოს ურთიერთობათა განვითარებისათვის თვალის მისადევნებლად.

კომისიის ვებ-გვერდის მისამართი: www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/index.htm

Humanrights.ge

ახალი ამბები