კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას უფრო პოლიტიკური დანიშნულება აქვს“

2 თებერვალი, 2012

ბათუმში მდებარე მეჩეთის მუფტის, ჯემალ პაქსაძის განცხადებით, აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას „უფრო პოლიტიკური დანიშნულება აქვს“. როგორც სასულიერო პირმა „პალიტრა ტვ“-ს განუცხადა, მათი სურვილია, მეჩეთი ქართული არქიტექტურითა და ორნამენტებით აშენდეს.

„მრევლის მიზანია, ქალაქ ბათუმში მეჩეთი იყოს. ამას ქართველი მუსულმანები ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების მოლაპარაკებების დაწყებამდეც ითხოვდნენ, მაგრამ აზიზიეს მეჩეთი უფრო პოლიტიკური დანიშნულებისაა. გვინდა მეჩეთი ქართული ორნამენტებითა და არქიტექტურით აშენდეს. წინამძღვარიც უნდა იყოს ქართველი. ქადაგება და წირვა-ლოცვა კი ქართულ ენაზე უნდა ჩატარდეს“, - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

მუფტის განმარტებით, მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, აზიზიეს სახელობის მეჩეთი ახლად დაარსებულ, სრულიად საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს დაექვემდებაროს.

საქართველოს ხელისუფლება ოშკისა და იშხნის მონასტრების რესტავრაციის სანაცვლოდ აჭარაში აზიზიეს მშენებლობასთან დაკავშირებით თურქეთის წინადადებას დათანხმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მხარეებს შორის შეთანხმება მისი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

„იმისთვის, რომ ოშკი და იშხანი დანგრევას გადავარჩინოთ, თურქეთის მხარესთან შეთანხმება აუცილებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ქართულია, ამჟამად სწორედ თურქეთში მდებარეობს. ოშკის რესტავრაცია არასდროს განხორციელებულა და ამიტომაც ის კიდევ ერთ დიდთოვლობას ვეღარ გაუძლებს. ქართული მონასტრების რესტავრაციის სანაცვლოდ, თურქული მხარე აჭარაში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილ ნებისმიერ ადგილზე აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ითხოვს, რომელსაც თავადვე დააფინანსებს და ახმედიეს რესტავრაციაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. ესაა აუცილებელი პირობა, რომ ოშკი და იშხანი გადავარჩინოთ. ამაზე მე დავთანხმდი. უახლოეს მომავალში მემორანდუმს მოვაწერთ ხელს და რესტავრაციაც დაიწყება", - აღნიშნა რურუამ.

ნიკა რურუა თურქეთში ოფიციალური ვიზიტით რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.
აბდულ აზიზიე მე-19 საუკუნის ოსმალეთის იმპერიის სულთანი იყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები