კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა

3 თებერვალი, 2012

პარლამენტის ყოფილი სპიკერისა და ექს პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წლისთავზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა და ამ დრომდე საზოგადოებას კვლავ აქვს პასუხგაუცემელი კითხვები, საქმის გამოძიება კი დასრულებული არ არის.

მისივე განცხადებით, მოითხოვენ საქმის ობიექტურ გამოძიებას და რეალობის დადგენას. როგორც ზურაბიანი აღნიშნავს, საქმე ბუნდოვანი და გამოუძიებელია.

„სამოქალაქო საზოგადოება არ შეეგუება შერჩევით მართლმსაჯულებას და უსამართლობას. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა პერმანენტულად გამართავს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს, რომელიც მიმართული იქნება უკანონობის აღმოსაფხვრელად საქართველოში. მთავარია, გაიაზროს მმართველმა გუნდმა, რომ მსგავსი ტიპის მოვლენები ვერ იქნება მივიწყებული, მიჩუმათებული. სამოქალაქო საზოგადოება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა ბოლომდე დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას“, - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

აქციაში 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, ისინი აქციაზე ზურაბ ჟვანიას ფოტოებით მივიდნენ. მათ „ქართული ოცნების“ მაისურები და კაშნები ეკეთათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები