კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება სამხრეთ კავკასიაში

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება სამხრეთ კავკასიაში

შაბათს, 4 თებერვალს, 13:30-ზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში (26 მაისის მოედანი 1) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი გამართავს პრესკონფერენციას თემაზე:

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება სამხრეთ კავკასიაში

3-4 თებერვალს ბ-ნი მაინა კიაი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების შესახებ ახორციელებს საკონსულტაციო შეხვედრებს სამხრეთ კავკასიის უფლებადამცელებთან. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, 6-13 თებერვალს ბ-ნი მაინა კიაი ოფიციალურ შეხედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლებასთან.

სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების ფარგლებში, 4 თებერვალს  ბ-ნი მაინა კიაი და რეგიონის უფლებადამცველები შეხვდებიან საქართველოში აკრედიტებულ მედია საშუალებებს. მომხსენებლები ისაუბრებენ  მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების კუთხით მათ რეგიონებში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ კონსულტაციების მიმდინარეობისას  გაეროს სპეციალური მომხსენებელს გააცნეს.

მომხსენებლები:
მაინა კიაი - გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების შესახებ;

საქართველო:
უჩა ნანუაშვილი
- ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე და  უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის კოორდინატორი საქართველოში;

აზერბაიჯანი:
ინტიგამ ალიევი - უფლებადამცველი, „იურიდიული განათლების საზოგადოების“ ხელმძღვანელი, სამხრეთკავკასიის უფლებადამცველთა ქსელის კოორდინატორი აზერბაიჯანში და ბაქოს ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია. ბაქოს ადამიანის უფლებათა სახლი 2011 წლის მარტში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დახურა.
 
სომხეთი:
მიქაელ დანიელიანი - უფლებადამცველი, სომხეთის ჰელსინკის ასოციაციის ხელმძღვანელი, სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ქსელის კოორდინატორი სომხეთში და ერევნის ადამიანის უფლებათა სახლის საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორი

პრეს-კონფერენციას წარუძღვება მარია დალე, ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ოსლო, ნორვეგია.
 
საკონტაქტო ინფორმაცია: ნინო ღვედაშვილი: 598 178417; შორენა ლათათია: 598 519126

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; კავშირი საფარი; ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი - კავკასია.