კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ სოფიკო ნიკოლაშვილის საჩივარი დაუშვებლად სცნო

7 თებერვალი, 2012

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო სოფიკო ნიკოლაშვილის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმებას ითხოვდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სააპელაციო სასამართლოს პრესმდივანმა მარიამ მელქაძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, დილით, ზეპირი განხილვის გარეშე მიიღო.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3 თებერვალს შეუფარდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და მისთვის პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოძიებას ხელი შეეშალოს.

სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი ედება პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონოდ ტარებაში. ბრალდებული რუსთავის კოლონიაშია მოთავსებული.

წინასასამართლო სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2012 წლის 9 მარტს, 13:00 საათზეა დანიშნული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები