კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდიამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მესამე განაცხადი შეიტანა

7 თებერვალი, 2012

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რიგით მე-3 განაცხადი შეიტანა.

როგორც „პირველს“ გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, საქმის „ცოტნე გამსახურდია - საქართველოს წინააღმდეგ“ რიგით მესამე განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში 29 დეკემბერს შევიდა.

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარე ხელისუფლებას ამჯერად ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (დაპატიმრებულისადმი არასათანადო-არაადამიანური, ღირსების დამამცირებელი მოპყრობა) დარღვევის გამო უჩივის.

„მანამდე სტრასბურგის სასამართლოში განაცხადები ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლების დარღვევის გამო შევიტანეთ. ისინი წარმოებაში მიღებულია და ამ ეტაპზე სტრასბურგის სასამართლოსთან კომუნიკაციის რეჟიმში ვართ. ჩვენ სასამართლოს ნივთიერი და დოკუმენტური მტკიცებულებებიც წარვუდგინეთ, თუმცა საქმეების განხილვა დროში საკმაოდ გაწელილია. ჩვენც ამ პროცედურებს მივყვებით. რაც შეეხება რიგით მე-3 განაცხადს, ის გასული წლის 29 დეკემბერს შევიტანეთ და მიიღო თუ არა წარმოებაში ევროსასამართლომ, ჯერჯერობით არ ვიცით“, - განაცხადა ბექაურმა.

რაც შეეხება საქართველოში წარმართულ სასამართლო პროცესებს, ადვოკატის თქმით, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო მოხელის მოქრთამვის მცდელობის ბრალდებას უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ამჟამად სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სახელმწიფო მოხელის მოქრთამვის მცდელობისთვის იხდის.

ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენთა საბოლოო შეკრების საფუძველზე მას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები