16:57, Friday, 01.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სააკაშვილის არჩევანი

07.02.2012

The Washington Post, სარედაქციო წერილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს ნებისმიერ შედარებას მასსა და მის მოსისხლე მტერს, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შორის. 

„ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო კოლეგიასთან გასული კვირის შეხვედრაზე, მან გაღიზიანებულმა ჩამოთვალა სხვაობები: პუტინის რეჟიმი კორუფციას ეფუძნება, მაშინ, როცა მისი ხელისუფლება იმითაა ცნობილი, რომ გაწმინდა ერთ დროს გასვრილი პოლიცია და ბიუროკრატია. პუტინი ეომება უმცირესობებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ რელიგიური პლურალიზმის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღო; პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, მაშინ, როდესაც საქართველო ამერიკის მტკიცე მოკავშირეა და აორმაგებს თავის კონტინგენტს ავღანეთში.

მაშინ რატომღა ხვდება ქართველი ლიდერი იმავე კონტექსტში ძალაუფლებისმოყვარე რუს კაცთან? 2012 და 2013 წელს სააკაშვილს, რომლის მმართველობის ვადაც იწურება, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ელის. იგი სააკაშვილმა გასულ წელს ისეთ რეფორმას დაუჭირა მხარი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ პრეზიდენტის პოზიცია შეასუსტა, ხოლო ჩვენთან შეხვედრისას, ამ ორი თანამდებობის ერთმანეთით შეცვლის შესაძლებლობა, ზუსტად ისე, როგორც ეს პუტინმა გააკეთა 2008 წელს, ღიად დატოვა – „მე არ მინდა, ვიქცე გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck)“, – გვითხრა მან.

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის პირად ამბიციებს, გამართლებული იყო. არჩევნები საქართველოში, მიუხედავად მისი ხარვეზებისა, უფრო სამართლიანი და თავისუფალია, ვიდრე რუსეთში. რეალურად სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პიონერი იყო ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით, ვაშინგტონში მისი ორპარტიული მხარდაჭერის მიზეზი გახდა და იმიტომ იქცა იგი თავის რეგიონში - კავკასიაში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წამყვან კანდიდატად.

მაგრამ აი, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია: თუ მომავალი არჩევნების შედეგად შეიქმნება მთავრობა, სადაც დომინანტური როლი ექნება ისევ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაშია 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“, მისი მოკავშირეები აშშ-ში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ალბათ, იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ის სულაც არ არის გამონაკლისი რეგიონში. ქვეყნის ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო, ძველებურად მყიფეა. მედიის დამოუკიდებლობა  მერყევია. სააკაშვილის პარტია, ალბათ, დომინანტური იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თუ ქართული დემოკრატია განმტკიცებას აპირებს, სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო ვადებს და გზა დაუთმოს სხვა ლიდერებს.

პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში სააკაშვილისგან თავი შორს ეჭირა, გასულ კვირას ის თეთრ სახლში მიიღო. ეს ნაწილობრივ იყო ჯილდო იმისთვის, რომ, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ამჟამინდელი ოკუპაციისა, საქართველომ რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაუშვა; გარდა ამისა, ამით ობამამ რესპუბლიკელების იმ პრეტენზიებსაც უპასუხა, რომელთა თანახმად, სააკაშვილი აშშ-ს ერთ-ერთი მოკავშირეა და ობამა მას არაფრად აგდებს. თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. ამ შეხვერდაზე ობამამ მას სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვის პირობა მისცა.

მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამას ეს ნათქვამიც გაიგონა: „ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს“ და იმას, რომ „საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა“. თუ ვაშინგტონი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასკვნის, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საქართველოს დიდი პრობლემები ელის იმისდა მიუხედავად, გაიმარჯვებს თუ არა ობამა არჩევნებში.

ქართულად თარგმნა foreignpress.ge-მ


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC