კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებული მობინადრეები კერვალიშვილისა და რჩეულიშვილის დასჯას ითხოვენ

8 თებერვალი, 2012

თამუნა წიკლაური, tribuna.ge

„მოვითხოვთ, დაისაჯონ კერვალიშვილი და რჩეულიშვილი“, „დაგვიბრუნეთ ჩვენი ფული“, ამ მოთხოვნებით გაიმართა აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 თებერვალს. აქციის მონაწილეებმა  2004, 2005 და  2006 წლებში კომპანია „ცენტრ პოინტის“  მშენებარე ბინები შეიძინეს, თუმცა მათი ბინების მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“  მიერ  6200 ადამიანი დაზარალდა. კომპანია „დექსუსი“, რომელმაც „ცენტრ პოინტის“  ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა აიღო,  დღემდე არ ასრულებს დანაპირებს და დაზარალებულებს რამდენიმე მოთხოვნას უყენებს, კერძოდ - მოაწერონ ხელი ახალ კონტრაქტს, რომლითაც მათ მოუწევთ დღგ-ის გადახდა, რაც ღირებულების 18%–ია  და დამატებით, ერთ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი კონტრაქტები გაუქმდება და ბინები სხვა ადამიანებს გადაეცემა.

„2006-2007 წლებში „ცენტრ-პოინტში“ შევიტანე თანხა. უნდა მეყიდა ბინა ხოშარაულის 29-ში, რომელიც 2009 წელს უნდა ჩამბარებოდა. ბინის მშენებლობა დღესაც არ არის დასრულებული. 2010 წელს შევიტანე სარჩელი სასამართლოში, რომ ხელშეკრულება შემეწყვიტა და დამბრუნებოდა თანხა. სასამართლო მოვიგე, აღსრულება კი ერთი წლით გადამივადეს. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ შესრულებულა. ჩემთვის ამ დრომდე არც ბინა ჩაუბარებიათ და არც თანხა დაუბრუნებიათ უკან“, – განაცხადა აქციის მონაწილე ვალერი ზარდიაშვილმა.

აქციის მონაწილეები პარლოამენტის ვიცე-სპიკერის, რუსუდან კერვალიშვილის გასამართლებას მოითხოვენ. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე კერვალიშვილი „ცენტ-პოინტს“ ხელმძღვანელობდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარის,  დავით ბაქრაძის სახელზე განცხადება შეიმუშავეს, სადაც რუსუდან კერვალიშვილისთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერის სტატუსის ვადამდე შეჩერებას ითხოვენ. აქციაზე შეკრიბეს ხელმოწერებიც, რომელსაც თან დაურთეს განცხადება და გაგზავნეს პარლამენტში.

აქციას შეუერთდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინა ხიდაშელიც.

„ცენტრ-პოინტის მიერ დაზარალებულები უკვე რამდენიმე ხანია, აქციებს მართავენ და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. მათი მოთხოვნა სრულიად სამართლიანი და ლეგიტიმურია, ისინი ითხოვენ მათ მიერ გადახდილი თანხის სანაცვლოდ ბინების მიღებას. ეს ადამიანები პასუხს ითხოვენ რუსუდან კერვალიშვილისგან, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ამ ხელშეკრულებებზე. სოლიდარობას ვუცხადებ ამ ადამიანებს და მათ ინტერესებს პირველი დღეებიდანვე ვიცავ. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ამ ხალხის პრობლემები მოგვარდება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომპანია „დექსუსში“ კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის უკვე დაფარეს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ყველა საბანკო ვალდებულება. მათივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებსა და პროექტების რეაბილიტაციაში კომპანიამ მთლიანობაში 23 მილიონი ლარი დახარჯა და  2012-2013 წლებში თითქმის ყველა შეჩერებული პროექტის ეტაპობრივ განახლება და დასრულება იგეგმება.

ორიგინალი

ახალი ამბები